აფრიკული ოქროს სკანდალი - ნანა ყეინიშვილს დიდი ფულის მიტაცებაში ადანაშაულებენ

21.10.23 20:48
აფრიკული ოქროს სკანდალი -  ნანა ყეინიშვილს დიდი ფულის მიტაცებაში ადანაშაულებენ

გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წინააღმდეგ - მოპოვებულია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ნანა ყეინიშვილს აფრიკული ოქროს ბიზნესისთვის მიცემული დიდი ფულის მიტაცებაში ადანაშაულებენ. 

"ნოდარ მელაძის" შაბათის ხელშია სატელეფონო ჩანაწერიც,  რომელიც ნანა ყეინიშვილსა და ჰიპემარკეტების ქსელის "გორიგიას" დამფუძნებლის ყოფილი მეუღლის საუბარს ასახავს. ნინო დარსალია ნანა ყეინიშვილს  87 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც "ოცნების" დეპუტატმა ოქროს ბიზნესისთვის გამოართვა, თუმცა უკან აღარ დაუბრუნა. 

როგორც კი ნანა ყეინიშვილი ხვდება რომ სატელეფონო კავშირის მეორე მხარეს ნინო დარსალიაა, ის  ტელეფონს თიშავს და ბლოკავს ყველა სატელეფონო ზარს ამ ნომრიდან. დარსალიამ ყეინიშვილს 2016 წელს თაღლითობის გამო უჩივლა.  

ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება, 2016 წლიდან დაიწყო. "პირველების" მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ "გორგიას" ქსელის მფლობელმა გია გორგოშაძემ მეუღლესთან გაცილების შემდეგ, ყოფილ ცოლს ნინო დარსალიას მისცა ნოტარიული დასტური, რომ ფული რომელიც განქორწინების შემდეგ მეუღლისთვის ქონების გაყოფის პროცესში უნდა მიეცა, ოქროს ბიზნესში ჰქონდა ჩადებული. საქმე ეხება 87 ათას დოლარს. ცნობილი ბიზნესმენმა ნოტარიული ხელწერილთ ცოლს დაუდასტურა, რომ ნანა ყეინიშვილმა მას თანხა გამოართვა თუმცა აღარ დაუბრუნა. 

ამ დოკუმენტით და "შაბათის ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, დგინდება, რომ ნანა ყეინიშვილმა საქართველოში ცნობილ ბიზნესმენს აფრიკაში კერძოდ კი განაში ოქროს ბიზნესის დაწყება შესთავაზა. ძვირფასი ლითონების აფრიკაში იაფია, მისი სხვა ქვეყნებში გაყიდვით და გადამუშავებით კი დიდი ფული იშოვება, თუმცა როგორც ირკვევა, ნანა ყეინიშვილისთვის მიცემული ფულიც გაქრა და არც არსად გამაჩნდა ოქრო განადან რომელიც უნდა გაეყიდათ. 

მსგავსი სიახლეები