კელი პაპუაშვილს: "სტრატეგიული პარტნიორები" ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს განცხადებას, მაგრამ იქნებ ეს არც გაინტერესებთ
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, შალვა პაპუაშვილის განცხადების პასუხობს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვს.
"თქვენ კარგად იცით, რატომ არ გავრცელდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებები უსაფრთხო არხების გარეთ. თქვენი "სტრატეგიული პარტნიორები" ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს განცხადებას, რომ ისინი ცრუობენ, მაგრამ იქნებ ეს არც გაინტერესებთ." - წერს კელი.