სრული განუკითხაობა სისტემაში - მეთაურმა სპეცრაზმელი სასტიკად სცემა

21.10.23 22:08
სრული განუკითხაობა სისტემაში - მეთაურმა სპეცრაზმელი სასტიკად სცემა

სრული განუკითხაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში - ინფორმირებული წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე, ერთ-ერთმა მეთაურმა, იაგო ახალკაცმა რიგითი, ლევან მომონასელიძე სასტიკად სცემა. 

წყარო ჰყვება, რომ ზემდგომი დარწმუნებული არც იყო, რომ რიგითი გადარჩა. 

შაბათის ეთერმა პოლიციის მაიორი გადაღება შეძლო. დაზიანებები ახალგაზრდა კაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

სისხლიანი ანგარიშსწორება 27 აგვისტოს მოხდა. ლევან მომონასელიძეს მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. 

სპეცრაზმელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და პოლიციაც გამოიძახეს. განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში მომხდარის გამო სპეცრაზმელებში დიდი უკმაყოფილება გაჩნდა, რის გამოც გომელაური იძულებული გახდა იაგო ახალკაცი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. 

 

მსგავსი სიახლეები