ფრიდონ ინჯია საქართველოს რუსიფიკაციის საქმეში გამორჩეული მოღვაწეა - გრიგოლ გეგელია

22.10.23 11:52
ფრიდონ ინჯია საქართველოს რუსიფიკაციის საქმეში გამორჩეული მოღვაწეა - გრიგოლ გეგელია

"ქართული ოცნება" ადამიანებს ყიდულობს, რატთ ქვეყნის რუსიფიკაციის საქმეში ხელშეწყობა ქჰონდეს, - ასე აფასებს  "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ფრიდონ ინჯიასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ფრიდონ ინჯია საქართელოს რუსიფიკაციის საქმეში გამორჩეული მოღვაწეა, რომელიც მხარს უჭერს "ოცნების" ყველა კანონპროექტს. 

„ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყიდულობს ადამიანებს იმისთვის, რომ მათი ხელშეწყობა ჰქონდეს საქართველოს რუსიფიკაციის საქმეში. ფრიდონ ინჯია არის გამორჩეული მოღვაწე საქართველოს რუსიფიკაციის საქმეში, რომელიც გულუხვად აძლევს ხმას აბსოლუტურად ყველა კანონპროექტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ შემოიტანს საქართველოს რუსეფიცირებისთვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ღირს მეტი, ვიდრე 7 მლნ-ია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან თითო ხმას ამ დიად საქმეში, რაც არის საქართელოს რუსიფიკაცია, „ქართული ოცნებისთვის“ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფრიდონ ინჯია არის მართლა გამორჩეული მაგალითი ქართულ პოლიტიკაში ადამიანისა, რომელსაც არავითარი პრინციპი არ გააჩნია, - ამბოლბს გეგელია.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ კომპანია "სისტემ ნეტს", რომლის საკონტროლო პაკეტსაც, ფრინდონ ინჯიას ოჯახი ფლობს, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 21 დეკემბერს, ორთაჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე შენობა ნაგებობა და 17 ათას 313 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ინჯიებს 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენებინათ და 10 მილიონი ინვესტიცია ჩაედოთ, თუმცა პირობები ორჯერ ვერ შეასრულეს, იმ  დროს როცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ინჯიას კომპანიისთვის სახელმწიფო კუთვნილი ქონება უნდა ჩამოერთვა ღარიბაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა და ფრიდონ ინჯიას არა თუ სახელმწიფოს ქონება არ ჩამოართვა. დეპუტატის ოჯახის კომპანიას მილიონები აპატია.

მსგავსი სიახლეები