იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული - ფავლენიშვილი ინჯიასთვის მილიონების პატიებაზე

22.10.23 12:03
იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული - ფავლენიშვილი ინჯიასთვის მილიონების პატიებაზე

რატომ აპატია "ოცნებამ" ფრიდონ ინჯიას მლიონიანი ზარალი? - ენმ-ს წერვი ირაკლი ფავლენიშვილი სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "შაბათის ეთერის" გამოძებამ კიევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყანა, კორუფციული, ოლიგარქიული გარიგებებით იმართება. ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დემონტაჟის შემდეგ, მსგავს სქემაში ჩართული ყველა პირი უნდა დააკავონ. 

ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსგავსი კორუფციული, ოლიგარქიული გარიგებებით იმართება ქვეყანა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ და ეს ყველაფერი ხდება საქართველოს ბიუჯეტის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხარჯზე. რა თქმა უნდა, არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, უდიდესი სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაული და თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული ამ ხელისუფლების დემონტაჟის შემდეგ და ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე იყვნენ ჩართულები ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს დაკავებული, თუმცა მათ უდიდეს ნაწილს საერთოდ არ უნდა მიეცეს საშუალება, იყოს საჯარო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ კომპანია "სისტემ ნეტს", რომლის საკონტროლო პაკეტსაც, ფრინდონ ინჯიას ოჯახი ფლობს, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 21 დეკემბერს, ორთაჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე შენობა ნაგებობა და 17 ათას 313 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ინჯიებს 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენებინათ და 10 მილიონი ინვესტიცია ჩაედოთ, თუმცა პირობები ორჯერ ვერ შეასრულეს, იმ  დროს როცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ინჯიას კომპანიისთვის სახელმწიფო კუთვნილი ქონება უნდა ჩამოერთვა ღარიბაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა და ფრიდონ ინჯიას არა თუ სახელმწიფოს ქონება არ ჩამოართვა. დეპუტატის ოჯახის კომპანიას მილიონები აპატია.

მსგავსი სიახლეები