საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხოება - გიორგი ვაშაძე აშშ-ში გაფრინდა

22.10.23 12:38
საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხოება - გიორგი ვაშაძე აშშ-ში გაფრინდა

გიორგი ვაშაძე ამერიკაში გაფრინდა. "სტარეტეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე შეხვედრებს სენატისა და კონგრესის მაღალჩინოსნებთან აპირებს. დაგეგმილია აუდიენცია სახლემწიფო დეპარტამენტისს წარმომადგენლებთანაც. 

ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიოროებთან საუბარს ვაშაძე საქართველოს ევრპული მომავლისა და ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ გეგმავს.

არაერთ სადისკუსიო პლატფორმაზე გვექნება შეხვედრა და მთავარი მიზანი: სტრატეგიული პარტნიორობა გავამტკიცოთ. როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალებულებაა, ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან, ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭორბის შეთანხმებაზე, ვისაუბრებთ სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით საემიგრაციო საკითხებზე და რაც მთავარია, ერვოკავშირის კანდიდატის სტატუსი, ნატოში ინტეგრაცია, საქართელოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი მიზანი, - განაცხადა ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები