სანქციების თემაზე შტატების ოფიციალური პირები პირადად ურთიერთობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან - სახდეპი ლილუაშვილს
სუსის უფროსს და "ქართული ოცნების" ლიდერებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტყუილში ამხელს. დეპარტამენტის პრესსსპიკერი სააგენტო "აქცენტთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სანქციების თემაზე შტატების ოფიციალური პირები პირადად ურთიერთობენ ხელისუფლების წარმომადგნელბთან. ანუ აწვდიან სანქციების რეჟიმის შესანარჩუნებლად დამატებით ცნობებს.
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა "ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა "აქცენტს".
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ფარცხალაძის რუსულ კავშირებზე ამერიკას საქართველოსთვის მტკიცებულები არ წარუდგენია.