"ოცნების" შტურმი მესამე სექტორზე - ხელისუფლების სამიზნე ამჯერად ედუარდ მარიკაშვილია
"ქართული ოცნების" შტურმი არასამთავრობო სექტორზე - სახელისუფლებო ძალამ სამიზნეში ამჯერად ედუარდ მარიკაშვილი ამოიღო. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ქვეყანაში რევოლუციისთვის ემზადება.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ ის რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების დახმარებისთვის ისჯება. საუბარია აქციაზე დაკავებულებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე. ორგანიზაციამ დაკავებულებს 12 000 ლარის ოენობის ჯარიმა გადაუხადა.
ხელისუფლების მიზანი არის მკაფიო. მათ არ უნდათ საქართველოშ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი, ეს ფონდი კონნკრეტულად, არის შესაძლებლობა იმისა, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს და შევუმსუბუქოთ სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებლად დაკისრებული ფინანსური ტვირთი. სურთ, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , რომელსაც მე წარმოვადგენ და ვხელმძღვანელობ, აღარ საქმიანობდეს ისე, როგორც საქმიანობს და არ უშლიდეს ხელს საქართველოს ხელისუფლებას მისი ავტორიტარული მიზნების მიღწევაში. რა თქმა უნდა, ეს არის მცდელობა, მათ შორის, გარკვეული შიშის დათესვის, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ეს ვერანაიარად ვერ იმუშავებს. პირიქით, რასაც შევძლებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით, - ამბობს მარიკაშვილი.
მესამე სექტორის დაკვირვებით, რაც მეტად ახლოვდება კანდიდატის სტატუსტან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, მით მეტად აქტიურდება სამთავრობო პროპაგანდა მათ წინააღმდეგ.
გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფების წევრები იმუქრებიან, რომ თუკი საქართველოს პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეების წინააღმეგ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.