როგორ ჩამოაწერა პრემიერმა ფრიდონ ინჯიას 7 მლნ - ანტიკორუფციული ბიურო დუმს
ანტიკორუფციული ბიურო ამ დრომდე არ იმჩნევს სახელწიფოს კუთვნილი მილიონების ფლანგვის ამბავს. "შაბათის ეთერის" მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ დოკუმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ პრემიერმა საგანგებოდ ფრიდონ ინჯიასთვის გამოცემული განკარგულებით სახელმწიფო 7 მილიონით აზარალა. ღარიბაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის ვალები პრორუსი დეპუტატის ოჯახის კომპანიას გაუუქმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით პრემიერმა ოპოზიციონერი დეპუტატისგან ხმები იყიდა ანუ სამუდამოდ მოიგო "ევროპელი სოციალისტების" გული. ფრიდონ ინჯია და მისი თანამოაზრეები "ქართული ოცნების" გვერდით დადგნენ რუსული კანონის მიღების დროსაც და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მომენტშიც.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.