რა ღირს შალვა რამიშვილის გადაცემის დალაიქება - "პირველების" ექსპერიმენტი

22.10.23 20:23
რა ღირს შალვა რამიშვილის გადაცემის დალაიქება - "პირველების" ექსპერიმენტი

 

 

რა ღირს შალვა რამიშვილის ერთი გადაცემის დალაიქება? გაშიფრულია ე.წ ტროლ-ბოტების მოქმედების ახალი ტაქტიკა. საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ნომრებიდან ურეკავენ და ფულის გამომუშავებას სთავაზობენ. თანხის მისაღებადდ  საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: "პოსტ ტვ"-ის წამყვანის გადაცემების დალაიქება.

"პირველებმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩვენმა რეპორტიორმა ყველა წესი შეასრულა, რის შემდეგაც ლიკა ჯანყარაშვილის ანგარიშზე 15 ლარი ჩაირიცხა. გადაცემები, რომლის მოწონებასაც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებას, უკრაინის პრეზიდენტისა და ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას ეხება. ყველა ეს გადაცემა "პოსტ ტვ"-ის აღმასრულებელი დირექტორის იუთუბ არხზე იტვირთება, ადამიანი კი ვისგანაც ლაიქების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფული ერიცხებათ, ვასილ ბიბილაშვილია. ის "პირველებს" უმტკიცებს, რომ არ იცის, ვინ იყენებს მის ანგარიშს. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები