ხარკოვში "ახალი ფოსტის" დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

23.10.23 10:47
ხარკოვში "ახალი ფოსტის"  დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ხარკოვში სამოქალაქო ობიექტის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, აქედან 6 ფოსტის თანამშრომელია. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, ახალი ფოსტის ტერმინალზე თავდასხმის შედეგად დაზიანებები ობიექტის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც მიიღო, რომელმაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა, რის გამოც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გუშინ გვიან ღამით დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები