მედიაცენზურის შესახებ კანონი ჰაერშია - დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს?
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს მოლოდინში - ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს ხელი არ მოუწერია კანონისთვის, რომელიც საქათველოში თავისუფალ მედიას ზღუდავს და არჩევნების წინ შესაძლოა, ქვეყანაში კრიტიკული არხების დაახურვის საფუძველი გახდეს.
დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ახლა ჰაერშია. პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია მედიაცენზურის კანონისთვის და "პირველების" ინფორმაციით, ვეტოს გამოყენებაზე ფიქრობს.