მედია სარკეა, მისი დამუქებით რეალობა არ შეიცვლება - მანჯგალაძე ცენზურის კანონზე

23.10.23 11:16
მედია სარკეა, მისი დამუქებით რეალობა არ შეიცვლება - მანჯგალაძე ცენზურის კანონზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ მედიაცენზურის შესახებ რეპრესიული კანონის მიღება ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სჭირდება. ოპოზიციის წევრის თქმით, მედია სარკეა, რომლიც ჩამუქებითაც რეალობა არ შეიცვლება. 

ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ არჩევნების დროს დამატებითი ბერკეტი ჰქონდეს მედიაზე ზემოქმედების. პირდაპირ ვთქვათ, რომ მედია არის სარკე. მე არ მგონია, რომ სარკის დამუქებით ან სარკეზე რაღაცის გადაფარებით რეალობა შეიცვალოს. თუ ვინმე ამ ქვეყანაში სიძულვილის ტირაჟირებას ახდენს, თუ ვინმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს, ეს არის ‘ქართული ოცნება“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფები, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

რას იცვლება ცენზურის კანონში?  თუ მაგალითად, რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება. 

მსგავსი სიახლეები