ცენზურის შესახებ რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს - ირაკლი ნადირაძე

23.10.23 11:22
ცენზურის შესახებ რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს - ირაკლი ნადირაძე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მედიაცენზურის შესახებ კანონს, რომლის მიღებასაც "ოცნება" დაჩქარებული წესით ცდილობს, რუსულ კანონს უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, პუტინის სტილში კანონს პრეზიდენტმა ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს. 

პუტინის სტილში, რუსეთის სტილში ის აპირებს, რომ ყველანაირად შეუზღუდოს თავისუფალ მედიას მოქმედების სივრცე. ეს არის რუსული კანონი, შეიძლება ითქვას, ოღონდ მედიამიმართულებით, ამიტომ ამ კანონს აუცილებლად უნდა დაადოს პრეზიდენტმა ვეტო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ტიპის რუსული კანონები ამ ქვეყანაში არ იქნეს მიღებული, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

რა იცვლება ცენზურის კანონში?  თუ მაგალითად, რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება. 

მსგავსი სიახლეები