გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ

23.10.23 11:50
გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ

 „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. 

გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი კონგრესის, სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი იქნება. 

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ - ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ში ქართველი ხალხის ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ და ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სხვა: 

როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალდებულებაა, ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან. 

ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით - საიმიგრაციო საკითხებზე და რაც მთავარია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. 

აი, ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველოსთვის უფრო სიღრმისეული პარტნიორობა აშშ-სთნ, - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები