პრორუსული ძალების უკან "ოცნება" დგას - ნადირაძე "ალტ-ინფოს" მუქარაზე
რატომ არ რაეგირებს ხელისუფლება პრორუსული რადიკალების მუქარაზე? - ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ალტ-ინფოს' უკან "ქართული ოცნება" დგას. მისი თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს.
პასუხი ძალიან მარტივია თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება რატომ არ რეაგირებს მსგავსი ტიპის პრორუსული ჯგუფების შეკრებაზე, რომლებიც ღიად ძალადობით იმუქრებიან და იარაღის ხელში აღებით იმუქრება, იმიტომ, რომ ამ პრორუსული ძალების უკან, როგორც წესი, დგას ხოლმე "ქართული ოცნება", სუსი, ის ორგანოები, რომლებიც, წესით, უნდა მუშაობდნენ, რომ პრორუსული ორგანიზაციები ამ ქვეყანაში არ ფუნქციონირებდნენ, ნაცვლად ამისა, ისინი ხელს უწყობენ, აფინანსებენ და აძლიერებენ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული ძალა", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
"ალტ-ინფოს" მიერ დაანონსებული ქაოსით სუსი ამ დრომდე არ ინტერესდება. ღია მუქარიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კოკა მორგოშია დაუბარებიათ და არც ის ადამიანები, რომლებმაც მცხეთის შეკრებაზე ნოემბრის აქტივობები დაგეგმეს. “5 ივლისის ავტორებიის“ ახალი პროექტი ანტიევროპული გამოსვლებია. პრორუსული დაჯგუფება თავდასხმით ემუქრება ყველას, ვინც "ოცნებას" ევროინტეგრაციას მოსთხოვს.