ალოგიკურია, თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ იცლება ქვეყანა? - მანჯგალაძე
გემრანიის კანცლერის განცხადება, რომელმაც ევროპის ქვეყნებიდან მიგრანტების სწრაფი ეპორტაციის საჭიროებაზე ისაუბრა, ოპოზიციას არ უკვირს. "სტრატეგია აღმშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებები ეკონომიკურ აღმავლობასთან დაკავშირებით წინააღმეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის.
როგორ შეიძლება, რომ როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, 2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გქონდეს და 81 %-ით გაზრდილი იყოს თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობა? მე მესმის აბსოლუტურად ეს კითხვები, რაც ისმევა ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების მიერ, იმიტომ, რომ მართლა ალოგიკურია, თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის ქართველებისგან რატომ იცვლება საქართველო? ვისი „ოცნება“ დავსვათ კითხვა, „საქართველო ქართველების გარეშე“?, - ამბობს მანჯგალაძე.