"ალტ-ინფო" "ოცნების" ერთგვარი "ჰამასია" - პაატა მანჯგალაძე
"ალტ-ინფო" "ოცნების" ერთგვარი "ჰამასია" , - ამის შესახებ 'სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, არ შეიძლება ისეთ რადიკალურ ძალას, რომელიც ღიად იმუქრება, პოლიტიკური ძალა ეწოდოს.
ყველა არის რუსული ინტერესის გამტარებელი ძალები, ხომ არის "ქართული ოცნება", ხომ? მაგალითად, ის არის უფრო რადიკალური ჯგუფი ალტ-ინფო, ანუ ერთგვარი ჰამასია "ქართულიო ოცნების" ეს ალტ-ინფო. ღმერთმა არ ქნას და არ მივიდეს სიტუაცია, თუ არა ესენი მზად არიან და არც მალავენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაზე წავალთ, სულს ამოგაძრობთ, ყელს გამოგჭრით და ასეთი მუქარები აქვთ და არ ვიცი, ასეთი ხალხი როგორ შეიძლება პოლიტიკურ ძალად იწოდებოდეს, - ამბობს მანჯგალაძე.
"ალტ-ინფოს" მიერ დაანონსებული ქაოსით სუსი ამ დრომდე არ ინტერესდება. ღია მუქარიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კოკა მორგოშია დაუბარებიათ და არც ის ადამიანები, რომლებმაც მცხეთის შეკრებაზე ნოემბრის აქტივობები დაგეგმეს. “5 ივლისის ავტორებიის“ ახალი პროექტი ანტიევროპული გამოსვლებია. პრორუსული დაჯგუფება თავდასხმით ემუქრება ყველას, ვინც "ოცნებას" ევროინტეგრაციას მოსთხოვს.