გარემოს დაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია
გარემოს დაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ "ალტ-ინფოს" მუქარის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მინისტრი ირმწუნება, რომ აქციის გამართვის შეზღუდვა არავის აქვს და არ ყოფილა პეცედენტი, როცა რაიმე დაბრკოლებას ჰქონოდეს ადგილი.
ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული და არავის არ აქვს არანაირი შეზღუდვა და არ გვქონია, რომ ვინმეს აქციის გამართვის რაიმე დაბრკოლება ან შეფერხება ჰქონოდეს", - ოთარ შამუგია.
"ალტ-ინფოს" მიერ დაანონსებული ქაოსით სუსი ამ დრომდე არ ინტერესდება. ღია მუქარიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კოკა მორგოშია დაუბარებიათ და არც ის ადამიანები, რომლებმაც მცხეთის შეკრებაზე ნოემბრის აქტივობები დაგეგმეს. “5 ივლისის ავტორებიის“ ახალი პროექტი ანტიევროპული გამოსვლებია. პრორუსული დაჯგუფება თავდასხმით ემუქრება ყველას, ვინც "ოცნებას" ევროინტეგრაციას მოსთხოვს.