მთაწმინდამ ვაკეს გადაუსწრო - სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი
თბილისში უძრავი ქონების ფასები გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბინების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა. პირველი სამი უბანი, სადაც 1 კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა - 5 314 ლარი 1მ2
- ვაკე - 4 756 1მ2
- საბურთალო - 3 652 1მ2
რაც შეეხება კერძო სახლების ფასებს, აქ 1მ2 ფასი ასე გამოიყურება.
- მთაწმინდა 4 049
- ვაკე 3 511
- საბურთალო 2 890
საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (15.7%-ით), ისე კერძო სახლების (13.4%-ით) სეგმენტში.
ფასების ზრდა შეინიშნება 2022 წლის IV კვარტლის მონაცემთან შედარებითაც. უფრო ზუსტად კი ბინებზე ფასი 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის მესამე კვარტალური მონაცემით, ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა. ყველაზე იაფი ბინები ისანსა და სამგორში, კერძო სახლები კი ყველაზე იაფი სამგორისა და გლდანის რაიონებშია.