მიზანია, რომ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაც და წასვლაც, შეგვიძლია ღირსეულად - დაუშვილი
"ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაც და წასვლაც, შეგვიძლია ღირსეულად," - ასე ხსნის გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი პარტიის დამფუძნებლის განცხადებას, რომელსაც "საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.
საქმე ეხება გახარიას მიერ თანაგუნდელების მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“.
უანონსებს თუ არა ყოფილი პრემიერი ივანიშვილს და მის პარტიას გასამართლებას, ამაზე დაუშვილი ამბობს, რომ გასამართლება საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა.
როდესაც ასე გრძელდება მმართველობა, ეს ყოველთვის მიდის პოლიტიკურ კორუფციამდე, უსამართლობამდე, მიდის იქამდე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები წყვეტენ ფუნქციონირებას და გადადიან ერთი ადამიანის თუ მმართველი პარტიის მსახურებაში - ეს არ შეიძლება, დავუშვათ და ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაც და წასვლაც, შეგვიძლია ღირსეულად.
(ჟურნალისტის კითხვა: უნდა გასამართლდეს ივანიშვილი?) - ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც უნდა ჩამოვაყალიბოთ 2024-ის არჩევნების შემდგომ. როგორ ვგეგმავთ ამ ყველაფერს - ამის მარტივი მაგალითები ჩვენ უკვე ვაჩვენეთ საკრებულოების დონეზე.
მიზანი გვაქვს, რომ 2024-ის არჩევნებზე "ოცნებამ" და ნაცებმა 50 პროცენტზე ნაკლები აიღონ და საბოლოო ჯამში, არცერთ მათგანს არ ჰქონდეს საშუალება, რომ თავის ჭკუაზე დამოუკიდებლად მართონ ეს ქვეყანა,“ - ამბობს დაუშვილი.