პრემიერობიდან ღალატით გადამდგარი გახარია და მისი პარტია ნაციონალებთან შევიდა ალიანსში - მათიკაშვილი
გახარიას მუქარას ყოფილი თანაგუნდელები პასუხობენ - "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი ყოფილ პრემიერს ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ადანაშაულებს.
დავით მათიკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“.
ყველგან, სადაც პრემიერობიდან ღალატით გადამდგარი გიორგი გახარია და მისი პარტია მივიდა, იქ ნაციონალებთან შევიდა ალიანსში და რადიკალ ნაციონალებთან ერთად ჩამოაყალიბა ის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობები, რაც ცალკეულ საკრებულოებში არსებობს ჩვენი ქვეყნის.
ეს არის ის პიროვნება, რომელიც თავიდან ბოლომდე შევიდა ნაციონალების ალიანსში და თუკი ის დღეს ვიღაცის გასამართლებას ითხოვს, თუნდაც იმ ადამიანების, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ამაში გასაკვირი რა არის.
თუკი ამ ტყუილებში დაწინაურდა გიორგი გახარია, ამაში ნამდვილად გასაკვირი არაფერი არ არის,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.
უანონსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს გასამართლებას გიორგი გახარია - ექს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გახარიას და მისი მხარდამჭერების შეხვედრის ამსახველ მასალას ავრცელებს. ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.