დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ - რას პასუხობს "პირველებს" რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი

23.10.23 13:59
დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ - რას პასუხობს "პირველებს" რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი

დავით ხიდაშელს რაჭის ტყეებს ართმევენ - რას პასუხობს გარემოს დაცვის მინისტრს ბიზნესმენი? - დავით ხიდაშელმა "პირველებს" წერილი გამოუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ მას დღემდე არ გადასცემია ის ფართობი, რომელზეც უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია და კონკრეტული ვალდებულებები შეესრულებინა და ამის ორ მიზეზს ასახელებს.

დავით ხიდაშელმა მოგვაწოდა კომპანია HG Capra Caucasica-ს დირექტორის, კახა ამისულაშვილის წერილი, რომელიც 2023 წლის 22 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას გაეგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის 14 სექტემბერს გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც კომპანია ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ დაიწყებდა იქამდე, სანამ მას შესაბამისი ტერიტორიები არ გადაეცემოდა, მიწების გადაცემა კი არ მომხდარა. ამასთან, კომპანია მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც ამ საკითხზე HG Capra Caucasica-ს არგუმენტები გაიზიარა.

ხიდაშელის მტკიცებით, თავდაპირველად, სამინისტრომ შეუმცირა კომპანიას ის ფართობი, რაც მას უნდა გადასცემოდა. ხიდაშელმა დამატებით 6-თვიანი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა ეს თხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

მოგვიანებით, სასამართლოში შევიდა განცხადება იმის შესახებ, რომ ლიცენზია გაუქმებულიყო, რომლითაც ხიდაშელს  რაჭის ტყე გადაეცა და ამანაც დროში გააჭიანურა ფართობის მისი კომპანიისთვის გადაცემა.

დავით ხიდაშელი გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ გადასცენ ეს ფართობი მას, რათა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

დავით ხიდაშელისთვის ჩამორთმეული რაჭის ტყეები მალე მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება - ამის შესახებ განცხადება დღეს ოთარ შამუგიამ გააკეთა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამით ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე ხიდაშელმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები