„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები 28 ოქტომბერს ნიუ-ორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან
„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენელიდან“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 28 ოქტომბერს, ნიუ-ორკში ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრას გამართავენ.
გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი ემიგრანტების პრობლემებს მოისმენენ და შეკრებილ საზოგადოებას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვასა და გეგმებს გააცნობენ.