აკადემიური თავისუფლება გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს - შარიქაძე

23.10.23 14:18
აკადემიური თავისუფლება გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს - შარიქაძე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში რექტორობის 4-წლიანი ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შარიქაძე მისი რექტორობის განმავლობაში კონსერვატორიაში განხორციელებულ წარმატებულ საქმიანობებს აჯამებს, მადლობა უხდის თანაგუნდელებსა და სტუდენტებს. შარიქაძე ასევე წერს „არაკეთილგანწყობილ სამუშაო გარემოზე“ და კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა 11 აპრილის შეხვედრას იხსენებს.

არ მახსენდება ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედეველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი, ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვდრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავის სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან რომ იქ არ ყოფილან… და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ.

ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება“, - წერს შარიქაძე.

მსგავსი სიახლეები