ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - რობინ დანიგანი
"ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას"- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.