პირველი მოლაპარაკებები იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები პრეზიდენტის სასახლიდან
ექსკლუზიური კადრები პრეზიდენტის სასახლიდან - სალომე ზურაბიშვილმა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი სახალხო დამცველი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი შეხვედრაზე დაიბარა.
ეს არის ზურაბიშვილის პირველი მოლაპარაკებები იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ. პრეზიდენტმა წესით ამ შეხვედრაზე პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, უნდა უთხრას, რა გეგმით მიდის და რა არის მისი სტრატეგია.
რა თემაზე სასაუბროდ დაიბარა პრეზიდენტმა ქალები შეხვედრაზე ჯერ უცნობია, "პირველების" რესპონდენტები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მეხუთე პრეზიდენტისგან მოწვევა შაბათს მიიღეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს დირექტორი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაა.
ნინო ლომჯარიამ, თინა ხიდაშელმა და თამარ ჩუგოშვილმა "პირველებთან" ათონელის რეზიდენციაში შესვლამდე განხილვის შესაძლო თემებზე კომენტარი არ გაკეთება არ ისურვეს.