დეკანოიძე ნაციონალურ კომიტეტში მიიწვიეს - ენმ-ის ყოფილი წევრი უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

23.10.23 14:59
დეკანოიძე ნაციონალურ კომიტეტში მიიწვიეს - ენმ-ის ყოფილი წევრი უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

ენმ-ში ნაციონალური კომიტეტის წევრობაზე შეთავაზება პარტიიდან წასულ ხატია დეკანოიძესაც ჰქონდა. როგორც დეპუტატი დეკანოიძე ამბობს, პარტიიდან წასვლის შემდეგ მასთან ჰქონდათ შეთავაზება, რომ ბორდის წევრი გამხდარიყო, რაზეც მან უარი განაცხადა.

დეკანოიძე განმარტავს უარის მიზეზებს და ამბობს, რომ პარტიაში მძიმე პრობლემებია, სადაც პარტიის თავმჯდომარეს სხვა პარტიის თავმჯდომარით ანაცვლებენ, შესაბამისად, მსგავს ბორდში ყოფნის სურვილი არ ჰქონია. 

ბორდზე საუბარი იყო ჩემთანაც, როდესაც მქონდა შემოთავაზება, ალბათ ნიკასაც ჰქონდა, რომ ბორდი უნდა შექმნილიყო, გადაენაწილებინა ფუნქციები თავმჯდომარის, ამ დროს რა საჭიროა თავმჯდომარე თუ არის ბორდი, ჩემთვის გაუგებარია, ამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. რატომაც ვთქვი უარი, პირველი, მე ვთვლი, რომ ამ თავმჯდომარის პირობებში, რომელიც მოვიდა კონკრეტული ჯგუფის მიერ მცდელობის შემდეგ, ენმ არ არის იმ ფორმაში და იმ კონდიციაში, რომელმაც ივანიშვილს შეიძლება გაუწიოს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა. 
წინასაარჩევნო გზავნილები იყო მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება - ვხედავთ, რომ სააკაშვილი თავისუფალია? ვერ ვხედავთ, უფრო მეტსაც გეტყვით, ნებისმიერი ის საქმიანობა, ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც სააკაშვილის სახელით და მის გარშემოა მიღებული, არის მხოლოდ და მხოლოდ სიყალბე, რასაც ამომრჩეველიც ამჩნევს.
ჩემი მოსაზრებით, თუ ამ კონფიგურაციით იქნებოდა ბორდი, რა თქმა უნდა, მე ამ ბორდში მისვლას არ ვისურვებდი,“ - ამბობს დეკანოიძე.

 

დეკანოიძის თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებებს ხაბეიშვილი არ იღებს და ახლა ის გიორგი ვაშაძით ჩაანაცვლეს. 

 

ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძემ ჩაანაცვლა ხაბეიშვილი, მაგრამ გვარამიასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.

ძალიან უცნაურია, როდესაც პარტიას ჰყავს კონკრეტული თავმჯდომარე, რომელიც ახლა აღარ მოსწონთ და სხვა პარტიის თავმჯდომარე უნდა მიიყვანონ და ამ პარტიის თავმჯდომარის ნაცვლად დააყენონ.
ძალიან დიდი პრობლემებია ამ პარტიაში და არ მგონია, რომ ამ პარტიაში ასეთი პოლიტიკური სვლით შეძლოს ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

რა ხდება ენმ-ში და რატომ იხლიჩება პარტია - დეკანოიძე პარტიაში პრობლემებს არჩევნებს უკავშირებს, სადაც ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არ ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება ენმ-ში, ვფიქრობ, რომ ეს არის ის მოცემულობა, რა მოცემულობაც დადგა, პარტიაში გადატრიალების შემდეგ. არასდროს ჩამითვლია, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები, არჩევნები, როდესაც პოლიტიკური საბჭოდან რიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც დაარსებიდან არიან, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიაში მოხდა გადატრიალება.
ამიტომ როცა ვსაუბრობთ, რომ ვინმე არის უკმაყოფილო, რაზეც საუბრობს მელია ან რომელიმე ჩვენგანი, მაშინ კარგად უნდა ახსოვდეს ყველა ამ ადამიანს, რომ პარტიაში განდევნით იმ წევრების, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესი არ დააკმაყოფილეს, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა.
ჩნდება კითხვა - როდესაც პოლიტსაბჭოს არჩევნებზე ხდება მძიმე მოცემულობა, მაშინ აქვს თუ არა ამ პარტიას მორალური უფლება ისაუბროს გაყალბებულ არჩევნებზე ან მოახლოებულ არჩევნებზე.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით არ იყო, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესახებ იცოდა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ამხელა პარტია იხლიჩება, ტარდება არჩევნები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. როცა მიშა გათავისუფლდება, მერე მოგვეცემა იმის დადასტურების საშუალება, თუ რაში აწყობდა და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რამე დაზიანდა, ეს იყო პროდასავლური ფლანგი მთლიანად და მიხეილ სააკაშვილი პირადად," - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები