2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც, კონსტიტუციური უმრავლესობით - კალაძე
"2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც", - ამ განცხადებით თბილისის მერი "ქართულ ოცნებას" უვადოდ ხელისუფლებაში ყოფნას უანონსებს. როგორც კალაძე ამბობს, მმართველ პარტიას ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა.
ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - იმხელა მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც,“ - ამბობს კალაძე.