საინტერესოა, როგორ ხედავს გახარია პასუხისმგებლობას „ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩადენილ დანაშაულებზე - სამადაშვილი

23.10.23 15:20
საინტერესოა, როგორ ხედავს გახარია პასუხისმგებლობას „ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩადენილ დანაშაულებზე - სამადაშვილი

გავრილოვის ღამე, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება, კავშირები რუსეთთან და კერზაიას საქმე - ამ საქმეებს შეახსენებს და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს გიორგი გახარიას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

მაშინ, როდესაც ყოფილი პრემიერი ივანიშვილს, "ოცნებას" და ენმ-ს "საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის" აღებას ურჩევს, სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას სწორედ იმ საქმეებს შეახსენებს, რაზეც საზოგადოებას მისგან პასუხები, ჯერჯერობით, არ აქვს. 

მისი საქმიანობა უკავშირდება მის როლს როგორც შს მინისტრის გავრილოვის ცნობილ ღამეს - ამაზე არ მოგვისმენია განმარტებები გახარიასგან. მისი როლი, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის ჩაშლას, მისი კავშირები რუსეთთან, მისი როლი სამარცხვინო ტერორზე არჩევნებზე, რომელიც დასრულდა ია კერზაიას გარდაცვალებით.
ბატონი გახარია, როდესაც საუბრობს სხვის პასუხისმგებლობაზე, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესოა, საკუთარ პასუხისმგებლობას როგორ ხედავს ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი იქნა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში,“ - ამბობს სამადაშვილი.

 

გახარია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში  ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“. დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ  ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.  

 

მსგავსი სიახლეები