ვხედავ გამოკვეთილ მიზანს, გახარიას გუნდმა გააძლიეროს საკუთარი რიგები ყოფილი "ოცნების" წევრებით - სამნიძე

23.10.23 15:25
ვხედავ გამოკვეთილ მიზანს, გახარიას გუნდმა გააძლიეროს საკუთარი რიგები ყოფილი "ოცნების" წევრებით - სამნიძე

რა მიზანი აქვს გიორგი გახარიას და ვინ დადგება მის გვერდით - ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი ახლა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმების მობილიზებას ცდილობს. 

სამნიძის შეფასებით, გიორგი გახარია ელექტორატის მობილიზებას "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების პარტიაში გაერთიანებით შეძლებს. ამ გზით კი ის მიიღებს იმ ამომრჩევლის ხმებს მიიღებს, ვინც მმართველ პარტიას გულშემატკივრობდა, ახლა კი განაწყენებულია.

არ ვემხრობი კონსპირაციის თეორიებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა გეგმები აქვს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებით. მე ვხედავ გამოკვეთილ მიზანს, გახარიას გუნდმა გააძლიეროს საკუთარი რიგები ყოფილი "ოცნების" წევრებით და ამით მოიზიდოს "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული "ოცნების" ყოფილი მომხრეები.
მაგრამ არჩევნების შემდეგ, როცა "ოცნება" ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას და ამის საშუალება ექნება ოპოზიციას ერთობლივად, აქ მოგვიწევს თანამშრომლობა ერთობლივად,“ - ამბობს სამნიძე.

გახარია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში  ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“. დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ  ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.  

 

მსგავსი სიახლეები