არ გვაქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ცენზურის კანონპროექტი EU-მ მოითხოვა - დეკანოიძე

23.10.23 15:39
არ გვაქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ცენზურის კანონპროექტი EU-მ მოითხოვა - დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე არ არის დარწმუნებული, რომ მედიაცენზურის შესახებ კანონის მიღება "ოცნებამ" სწორედ ევროკავშირის მითითებით გადაწყვიტა. დეპუტატის თქმით, ამის დამადასტურებელი ინფრომაცია არ არსებობს.

ამასთან, დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიენტმა აღნიშნულ რეპრესიულ კანონს  ვეტო უნდა დაადოს. 

მივიღე ინფორმაცია კომიტეტეზე, კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომ ეს იყო მიმოწერა ევროკავშირსა და საქართველოს პარლამენტს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არცერთი დადასტურეული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ რეალურად, ეს კანონპროექტი მოთხოვნილი იყო ევროკავშირის და ევრორეგულაციის და ევროდირექტივის შესასრულებლად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამ კუთხით გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და შემდეგ საჯარო ინფორმაციის გადმოცემა და ვფიქრობ, ვეტოს დადება, და ეს კანონპროექტი ნამდვილად წინააღმდეგობაში მოდის  ევროდირექტივასთან, იქნება ძალიან აუცილებელი, - ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები