დარწმუნებული ვარ, EU-გან ასეთი დირექტივა არ არსებობს - წითლიძე ცენზურის კანონზე
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე დარწმუნებულია, რომ მედიაცენზურის შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის დირექტივა არ ყოფილა. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ სეთს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაშინ ეს ხელისუფლებას უნდა გაესაჯაროებინა.
დეპუტატი ამბობს, რომ არანაირი ევროდირექტივა მედიას პირდაპირ არ ზღუდავს.
დიდი ტრაგედია არის ის, რომ "ქართული ოცნება“ დიდი ხანია ზის რუსულ ნავში და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. თუ ასეთი ევროდირექტივა არსებობდა, მაშინ ეს უნდა გაესაჯაროებინათ და ჩვენ მთელი სესიის და კომიტეტების განმავლობაში ვითხოვდით, რომ ეს წერილი გასაჯროებულიყო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ასეთი დირექტივა არ არსებობს, რადგან არანაირი ევროდირექტივა პირდაპირ არ ზღუდავს მედიას, - ამბობს ანი წითლიძე.
რა რეკომენდაციები ჰქონდა ევროკავშირს მაუწყებლის შესახებ კანონზე - "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი ახლა ევროგაერთიანებასთან პირადად არკვევს ამ საკითხს.
ზურაბიშვილს აინტერესებს, რისი შეცვლა უნდოდა მოქმედ კანონში ევროპას და რა შეცვალა რეალურად მმართველმა პარტიამ. სწორედ ამ პასუხის შემდეგ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაადოს თუ არა მედია ცენზურის შესახებ კანონს ვეტო.