რა გააკეთა ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიის შემდეგ?

23.10.23 16:07
რა გააკეთა ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიის შემდეგ?

რა გააკეთა ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიის შემდეგ და დაიწყო თუ არა პრევენციული ღონისძიბეები? გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 
ქვეყანაში ერთ წელიწადში 150  მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურის მოეწყობა, მაგრამ  მთავრობას ჯერ არ გაუთვლია მთავარი რისკები. შესასწავლილია, მინიმუმ, 22 მყინვარი. 

ღარიბაშვილის მთავრობა ისევ აანონსებს, რომ მონიტორინგის პროცესში შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაერთვებიან, მაგრამ როდიდან - ჯერ უცნობია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლიდან დაიწყო მიმდინარე პროცესი. ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელვან ღონისძიებებს. ეს არის შესაბამისი რუკების შედგენა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს რუკები უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის, გაზაფხულისთვის, მაქსიმუმ, იქნება მზად. ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამისი მონიტორინგის სისტემების, მეტეოლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურების მოეწყობა და აქაც ჩვენ 170 სადგური დღეს უკვე მოქმედი გვაქვს ქვეყანაში და დაახლოებით 1 წელიწადშ კიევ გვექნება დამატებით 150 სადგური. ეს საკმაოდ რთული საკიტხია, რომ ჯერ შეფასდეს არსებული ვითარება და შემდგომ დაიგეგმოს იქ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც რეალურად მოგვცემს შედეგს, - ამბობს შამუგია. 

ოპოზიცია კი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნებამ" ამ ტრაგედიიდანაც ვერაფერი ისწავლა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებს.

ეს არის უმძიმესი ტრაგედია , დაიღუპა უამრავი ადამიანი და რა თქმა უნა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა  არის უპირველესი.  ეს იქნება გსამოძიებო კომისია, ეს იქნება მასალების გასაჯროება, ეს იქნება კონკრეტული თანამებობის პირების პასუხისმგებლობა თუ სხვა, ეს უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის პირველ რიგში, ვინც  არიან ოჯახის წევრები დაღუპული ადამიანების და ვის წინაშეც სახელმწიფო უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, აქვს პასუხისმგებლობა გაეცეს კითხვებს პასუხი, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ ისევ არ საჯაროვება, რა ეტაპზეა აგმაოძიება. ამასტან, დაზარალებულები წერენ, რომ 3 თვის შემდეგაც მათ არანაირი ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები