"გამარჯვების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია" - სოფო ჯაფარიძე ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს.
"გამარჯვების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია" - ამბობს ჯაფარიძე.
მიხარია რომ ემიგრანტებისგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ინიციატივას!
მინდა მაქსიმალურად ჩავერთოთ და მივაწვდინოთ ერთმანეთს ხმა - გავერთიანდეთ ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის! გამარჯვების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია" - აცხადებს ენმ-ს ლიდერი.