ვისაც ხალხის გარეშე უნდა მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც - ნიკა მელია

23.10.23 16:11
ვისაც ხალხის გარეშე უნდა მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება - ნიკა მელია ამბობს, რომ  "ვისაც მხოლოდ არაფორმალური მმართველის სახელისა და გვარის შეცვლა უნდა და არა მანკიერი სისტემის რეალური დემონტაჟი, ვისაც ხალხის გარეშე უნდა და წარმოუდგენია მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც..."

ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა. 

ნიკა მელიას თქმით,  "კალაძისათვის არაფორმალური მართვა, მმართველობის მისაღები და მიღებული ფორმაა, ისევე როგორც კორუფცია არის მისი, როგორც მმართველის არსებობის წყარო".

ამასთან, ნიკა მელია ამბობს, რომ კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს "ქართული ოცნების "მსგავსი მესიჯბოქსი აქვს შემუშავებული, რომ თითქოს ის ნაწყენია არჩევნების შედეგების გამო.

კალაძისათვის არაფორმალური მართვა, მმართველობის მისაღები და მიღებული ფორმაა, ისევე როგორც კორუფცია არის მისი, როგორც მმართველის არსებობის წყარო.

კეზერაშვილს, ვანო მერებიშვილსა და ე.წ. "ახალ მენეჯმენტსაც" დიდი ხანია შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, რომ მე თითქოს ვარ ნაწყენი, არჩევნების შედეგების გამო, თითქოს ეს არის ჩემი და ათასობით თანამოაზრის უკმაყოფილების მიზეზი და არა არაფორმალური მართვა და პარტიაში დემოკრატიული პროცესის არსებობის შესაძლებლობის ანულირება. ამას მოხერხება უნდა, შეიმუშავო მესიჯბოქსი, რომელსაც ოცნება ტირაჟირებს"- წერს მელია. 

არაფორმალური მართვა, მმართველობის რუსული სტილია;
ვინც რუსულ მმართველობაში პრობლემას ვერ ხედავს, ამ მმართველობის სტილს პარტიაში აკოპირებს, ვისაც მხოლოდ არაფორმალური მმართველის სახელისა და გვარის შეცვლა უნდა და არა მანკიერი სისტემის რეალური დემონტაჟი, ვისაც ხალხის გარეშე უნდა და წარმოუდგენია მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც, ზოგი ხაბეიშვილს დაარქმევს თავმჯდომარეს და ზოგი ღარიბაშვილს პრემიერს, ისე კი რასაც სურთ იმას დაუძახებენ...
დროა, ყველა მიხვდეს, რომ პრობლემა არა სახელი და გვარი, არამედ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობაა"- ამბობს მელია. 

"ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა, რომელიც პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

კალაძის თქმით, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები