თაღლითი და თვალთმაქცი - ვოლსკი გახარიაზე
"გახარია აღარავის აღარ ახსოვს, თვალთმაქცური განცხადებაა, გეგონება იბრძვის. არის ჩვეულებრივ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი," - ასე აფასებს ყოფილ პრემიერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი.
როგორც ვოლსკი ამბობს, გიორგი გახარიას მუქარა რეალური არ არის და ივანიშვილის წინააღმდეგ ვერაფერს ნახავს.
რა დააშავა ამ ივანიშვილმა და კარგის მეტი რა გაუკეთებია ქვეყნისთვის, უშველებელი სია არსებობს იმ სიკეთეების, რაც ქვეყანას გაუკეთა. ვერც გახარია და ვერც სხვა ვერ მოძებნის მცირე ჩამონათვალს იმისა, რაც შეიძლება მას პრეტენზიად წაუყენოს. გახარია იმისთვის, რომ პოპულარობა მიიღოს, ნებისმიერ გვარს დაასახელებს, რაღაც სისულელეებს საუბრობს, ერთი მხრივ, ვითომ ნაცმოძრაობას ეომება ხმალგაშიშვლებული, მეორე მხრივ, "ოცნებას", არის ჩვეულებრივ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი.
გახარია აღარავის აღარ ახსოვს, თვალთმაქცური განცხადებაა, გეგონება იბრძვის - იქით ნაცმოძრაობას ეომება, აქეთ „ქართულ ოცნებას“ და ჭეშმარიტება მხოლოდ მასშია. ლათინურადაც არსებობის ამის შეფასება, მაგრამ არ მგონია, რომ დაარწმუნოს გახარიამ ხალხი, რომ ის არის მესამე ძალა, რომელიც მოიპოვებს გარკვეულ უპირატესობას. არაფერს არ წარმოადგენს არც ერთ ჯგუფში, არც მეორეში, მაგრამ მთლიანად მისი ქმედებების ანალიზს თუ მივყვებით, დავინახავთ, რომ ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც შეძლო და უმრავლესობა შექმნა რამდენიმე საკრებულოში,“ - ამბობს ვოლსკი.
უანონსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს გასამართლებას გიორგი გახარია - ექს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გახარიას და მისი მხარდამჭერების შეხვედრის ამსახველ მასალას ავრცელებს.
ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“. გახარია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“.