ქართველ არალეგალებზე გერმანიაში ნადირობაა გამოცხადებული

23.10.23 17:30
ქართველ არალეგალებზე გერმანიაში ნადირობაა გამოცხადებული

ქართველ არალეგალებზე გერმანიაში ნადირობაა გამოცხადებული. "პირველებს" უყვებიან, რომ სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე კერძო ავტომობილებში. თუ საზღვრის კვეთის მონაცემებში ჩანს, რომ გერმანიაში შესვლიდან 90 დღეა გასული, ქართველებს მომენტალურად ადეპორტებენ.

ქართველ ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ გერმანიაში ამ მხრივ უკონტროლო ვითარებაა და არალეგალების დევნამ სექტემბრიდან აქტიური ხასიათი მიიღო. 

დღევანდელი მდგომარეობა უკონტროლოა, სამწუხაროდ. გერმანიას აქვს მონიშნული 250 ათასზე მეტი ადამიანის დეპორტაცია. რა თქმა უნდა, აქ შედიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, როგორც ავრანეთი, თურქეთი, მოლდოვა. ტრისტულად ვინც არის ჩამოსული, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ ექნება, უბრალოდ, ქვეყანაში არის გამკაცრებული კონტროლი პოლიციის მხრიდან და ამოწმებენ როდის ხარ შემოსული და რა სტატუსი გაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სექტემბრიდან დაიწყო უფრო გამკაცრებული კონტროლი, ეს იქნება ქუჩაში, ავტომობილებით გადაადგილებაზე, მეტროსადგურებზე და ა.შ., - ამბობენ ქართველ -ემიგრანტთა ასოციაციაში. 

ქართველ-ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბელგიის სამეფოში ანა ბალამწარიშვილი ფიქრობს, რომ გერმანიის შემდეგ არალეგალების დეპორტაციას უკვე ჰოლანდია დაიწყებს. 

გერმანიამ ადიწყო, დაველოდოთ, რომ შემდეგი ჰოლანდია იქნება. ამას მოჰყვება ტალღური შედეგი და ძალიან ცუდი იქნება. ფაქტობრივად, ნადირობენ ამ ხალხზე ადგილობრივი პოლიციელები, რომ დააბრუნონ უკან. ქვეყანას მოუბრუნდება ძალიან ცუდად ეკონომიკური კუთხით, იმიტომ, რომ ემიგრაცია იცით თქვენ, საქართელოს ბიუჯეტს, ფაქტობრივად, ავსებს. ემიგრანტების მხრებზე დგას, - ამბობს ბალამწარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები