რატომ დასაჯა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი - რა ინფორმაციას ასაჯაროებს ხაბეიშვილი

23.10.23 17:31
რატომ დასაჯა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი - რა ინფორმაციას ასაჯაროებს ხაბეიშვილი

რატომ დასაჯა ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება დაკავშირებული ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის ამერიკული სანქციებში მოყოლასთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ამერიკული სანქციების ქვეშ აპრილში მოხვდა, რის შემდეგაც დაახლოებით, თვენახევარში, ოლიგარქმა მისი ნდობით აღჭურვილი პირის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

12 აპრილის შემდეგ, როცა ეს კომპანია დასანქცირდა, ზუსტად თვენახევარში ბიძინა ივანიშვილმა საქმე აღძრა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მისი ნდობით აღჭურვილ პირზე, ამ კომპანიის სანქცირებიდან თვენახევარში აღძრა საქმე და ქვეყნიდან არ უშვებს, ჩამოართვა პასპორტი და ეს მოხდა ერთადერთი მიზეზი, რომ მისმა მარჯვენა ხელმა სრული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და ამიტომ დასაჯა ივანიშვილმა ბაჩიაშვილი და აღუძრა საქმე," - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები