ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. არის ძლიერი დაკვამლიანება.
"პირველების" ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.