ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - საცხოვრებელი კორპუსი სრულად ევაკუირებულია

23.10.23 17:41
ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - საცხოვრებელი კორპუსი სრულად ევაკუირებულია

ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - "პირველების" ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. არის ძლიერი დაკვამლიანება. 

მსგავსი სიახლეები