აფეთქება ვაზისუბანში - "პირველების" ინფორმაციით, არიან დაშავებულები
ძლიერი ხანძარი ვაზისუბანში - ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ერთ-ერთი ადგილობრივის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი მეორე სართულიდან აფეთქების შემდეგ გადმოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია.
"პირველები" დეტალებს არკვევს.