მსგავსი რიტორიკით საუბრობს კობახიძე, “ოცნება“ - ხაბეიშვილის აზრით მელია "კარგ გზაზე არ დგას"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას ასახავს".
ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არასწორ გზას ადგას, რომლის ყურებაც სამწუხაროდ, საზოგადოებას უწევს.
ვწუხვარ, ამ კონკრეტული ადამიანის გამო, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და მისი განცხადების გამო. ჩემდა სამწუხაროდ, საზოგადოება ამას უყურებს. ერთი ერთში ეს განცხადებები ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, ერთი ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის პოსTv-ის და ტელეკომპანია“იმედის“ თუ გნებავთ რუსთავი 2 -ის ნარატივს. ვწუხვარ ამის გამო და საზოგადოებამ ვფიქრობ თავად შეაფასებს ამ განცხადებას. მე მაგალითად ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე, ძალიან ბევრს ვიდარდებდი თუ კობახიძის მსგავსად, რომ ვმეტყველებ და თუ პოსTv-ის მსგავსად ვლაპარაკობ. მე ამაზე ძალიან ვიდარდებდი. რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში, თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის, კობახიძის ,“ პოსტვ-ის „“იმედის“, ენით ვსაუბრობ აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან ცუდ გზას არის კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი.
მსგავსი რიტორიკით საუბრობს კობახიძე, “ქართული ოცნება“, “პოსტვ“ და „იმედი“. შეგახსენებთ, არ არსებობს სხვა პარტია საქართველოში, რომლის თავმჯდომარეც იყოს იმხელა ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში“. ბუნებაში ასეთი ლეგიტიმაციის მქონე პარტიის თავმჯდომარე საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს. იმდენად მასშტაბური, დიდი ჩართულობა იყო ამ არჩევნებში, ამიტომ ამ მიმართულებით ტალახის სროლა და შეურაცხყოფა „ნაციონალურ მოძრაობის„ წევრების ფართო ჩართულობით. კიდევ ვამბობ, რომელიც ჩატარდა, ვწუხვარ, ძალიან ვღელავ ამ ადამიანის გამო, რომელიც აი ასეთ განცხადებებს აკეთებს და ერთი ერთი ემთხვევა კობახიძეს და პოსტივ-ის" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ნიკა მელიამ პარტიაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით თქვა, რომ არ იქნება იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" იარსებებს.