ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს - დავითაშვილი

23.10.23 19:01
ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

დავითაშვილის თქმით, ჩინეთთან არსებული ნაკადი გაზრდილია, თუმცა მეტი პირდაპირი ხაზის ქონის შემთხვევაში, ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგების მიღებაა შესაძლებელი.

მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს." თქვა დავითაშვილმა

მსგავსი სიახლეები