რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაჰყავს - უკრაინის დაზვერვა

23.10.23 19:02
რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან  ოჩამჩირეში გადაჰყავს - უკრაინის დაზვერვა

რუსეთმა სამხედრო გემების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეს ტერიტორიაზე გადმოიყვანა - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს პრესსპიკერი ვადიმ სკიბიცკი ავრცელებს.

სკიბიცკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა თავდაპირველად გემები ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ფლოტის ვერ დატევის გამო, კრემლმა აფხაზეთის გამოყენება გადაწყვიტა.

"ოკუპანტებმა სამხედრო გემების ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, მაგრამ იქ არსებული პატარა პორტი ვერ მიიღებს რუსეთის შავი ზღვის მთელ ფლოტს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნისთვის გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

რუსებმა ოჩამჩირეში ჩაატარეს პორტის ნაწილობრივი რეკონსტრუქციული სამუშაოები, ასევე გააღრმავეს ფსკერი, რათა შექმნან ბაზა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავებისთვის. თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ბაზა იქნება - აღნიშნა სკიბიცკიმ.  

მსგავსი სიახლეები