საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს აგრძელებს - როდის გაიმართება მორიგი აუდიენცია

23.10.23 19:37
საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს აგრძელებს - როდის გაიმართება მორიგი აუდიენცია

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს აგრძელებს - პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ამბობს, რომ ათონელის რეზიდენციაში დღეს ისიც უნდა ყოფილიყო, როცა სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორის წარმომადგენელს, ყოფილ ომბუდსმენს, თავდაცვის ყოფილი მინისტრსა და "ოცნების" ყოფილ ლიდერს შეხვდა. 

ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი გაჩერებას და მმართველი პარტიის იზოლაციაში მოქცევას არ აპირებს.

დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ არ ვარ თბილისში. ვიცი, ამ შეხვედრის განწყობაც და პრეზიდენტის შინაგანი მზაობაც, ამაზე გვისაუბრია. პრეზიდენტი არ აპირებს გაჩერებას და იმ იზოლაციაში ყოფნას, რაც განისაზღვრა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გზით. იგი მზად არის, რომ გადადგას საჭირო ნაბიჯები. ამისთვის წამყვან სამოქალაქო ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰქონდა შეხვედრები, მე ვიცი, რომ მას ამ დღეებში სხვა შეხვედრებიც ექნება, მათ შორის, პოლიტიკურ ჯგუფებსაც შეხვდება, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს - აღნიშნა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები