მუქარას პრეზიდენტმა მოქმედებით უპასუხა - ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას განახლებული ძალებით აანონსებს

23.10.23 20:09
მუქარას პრეზიდენტმა მოქმედებით უპასუხა - ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას განახლებული ძალებით აანონსებს

მუქარას პროკურატურით საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედებით უპასუხა - სალომე ზურაბიშვილი უკან დახევას არ აპირებს და კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას განახლებული ძალებით აანონსებს. "ოცნებამ" ზურაბიშვილს შინა პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტის გეგმებში ხელისუფლების პოლიტიკური ვერდიქტის დამორჩილება არ შედის.

ყველა, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილის კაბინეტიდან გამოვიდა ამბობდა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას გამოიყენებს და გააგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპელ ლიდერებთან. 

ეს იმპიჩმენტის უშედეგო მცდელობის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პირველი გზავნილია ათონელის რეზიდენციიდან.  პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ურჩობა შესაძლოა, თავისუფლების ფასიც კი დაუჯდეს.   "ოცნების" მუქარა ზურაბიშვილისთვის არაფერს ნიშნავს - ამბობდნენ აუდიენციის მონაწილეები. ირკვევა, რომ პრეზიდენტის მთელი ყურადღება ახლა ევროკომიისკენ არის. დრო რვა ნოემბრამდე ცოტა რჩება და ამიტომ ზურაბიშვილი გეგმავს ამ დროში ყველა ბერკეტი საქართველოს ევროპული ინტერესებისთვის გამოიყენოს.
 
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები