გაასამართლებს თუ არა გახარია ივანიშვილს? - "ოცნების" ექს პრემიერი ოლიგარქის პარტიას მძიმე დღეებს უანონსებს
გაასამართლებს თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს? - "ოცნების" ექს პრემიერი ივანიშვილის პარტიას მძიმე დღეებს უანონსებს, ოღონდ არ ახსენებს თავად ივანიშვილს. გახარიას სამიზნე დღეს "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ექს პრემიერი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არცერთი პარტია არ უნდა გაექცეს. დუმილს არღვევს გახარია,რაც ნიშნავს, რომ წყობიდან "ქართული ოცნება" გამოდის, რადგან საუბარია პოლიტიკოსზე, რომელმაც ხელისუფლების შავ-ბნელი საქმეების შესახებ ბევრი რამ იცის. აფერისტი, თაღლითი და ერთპროცენტიანი - ასე ლანძღავდნენ "ოცნებაში" დღეს ერთ დროს მათთვის სამაგალითო მინისტრს.
გამარჯვების შემთხვევაში გახარია ხელისუფლებას ერთი ვადით ჩაიბარებს - ასეთია ექს პრემიერის გეგმა, თუმცა ვინ იქნება მის გვერდით? გახარიას შემდეგ კიდევ უფრო მეტი კარტი მისმა თანაგუნდელებმა გახსნეს. "ოცნების" ყოფილ დეპუტატებთან და მინისტრებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ექს პრემიერის გვერდით არჩევნებზე შესაძლოა, ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ვიხილოთ. მაია ცქიტიშვილი ოცნების მთავრობის ის მაღალჩინოსანია, რომელმაც თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან რამდენიმე საათში დატოვა.
გახარიას ოცნებას ემუქრება - ვრცლად ნახე გუგა არჩვაძის სიუჟეტში.