აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს მტკიცებულებები ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ?
აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს მტკიცებულებები ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ? - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ უკვე ვერც ოლიგარქის გუნდში დადასტურებით ვეღარ ამბობენ, რომ ივანიშვილს სანქციები არ ემუქრება. ფაქტია, რომ ოლიგარქის ფულის სამალავს პირველი დარტყმა უკვე მიაყენეს და დაასანქცირეს კომპანია, რომელიც ოფშორებში ივანიშვილის ბიზნესებს მართავს.
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოლიგარქის ბიზნესების მმართველი კომპანია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა. ყველა მტკიცებულება ნიშნავს, რომ ჩნდება დიდი შესაძლებლობა ივანიშვილის დასანქცირების. აი რატომ? - ოლიგარქის მილიონები ოფშორში იმ კომპანიის სახელზეა გაფორმებული, საიდანაც ფული ოლიგარქის ფონდ "ქართუში" ირიცხება. ამ კომპანიის მმართველი კი "ლედრა თრასთ ლიმითედი" უკვე დასანქცირებულია.
რა როლი აქვს ამ საქმეში ივანიშვილის დის შვილს კახა კობიაშვილს? - ინა ცარციძე ყველა დეტალით