გამოკითხვების სერია სასამართლოში - სუს-მა თეატრის რეჟისორი ერთი დიდი სპექტაკლის მონაწილე გახადა
გიორგი სავანელმა მაგისტრი მოსამართლის კითხვებს უპასუხა. სუს-მა თეატრის რეჟისორი ერთი დიდი სპექტაკლის მონაწილე გახადა, რის გამოც ახლა იძულებულია ამტკიცოს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან მას არაფერი აკავშირებს. უკვე ერთი საათია საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. ეს არის საბჭოთა მეთოდებით ხელოვანების დასჯა და გაჩუმების მცდელობა - უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვის დაწყებამდე სავანელმა, რომელმაც სუს-ში მისვლაზე უარი თქვა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
გამომძიებელი კითხულობდა ხან შინაარსობრივ ნაწილს, ხან ციტატებს, რამდენად და როგორ მახსოვდა. ძირითადად, ტრენინგებისა და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. აი ამ გამოძიების გაგრძელება, ამ ხარისხში აყვანა და ასე მასიურად ადამიანების დაბარება, მე მგონია, რომ არის საზოგადოების დაშინების ერთი ნაწილი. მეორე რაც მე მგონია არის, რომ ეს იყო "USAID"-ის ტრენინგი და მარტის აქციებს მერე ხელისუფლებამ თქვა, რომ ისინი გაგრძელებდნენ აგენტების ძიებას, ეს სწორედ ამისი ერთგვარი გაგრძელებაა - თქვა გიორგი სავანელმა.
ჩვენ გვინდა, რომ ამ საქმეს მოეხსნას საიდუმლოს გრიფი და მარტივად გაქარწყლება ყველა წამოყენებული ბრალდება და ბრიფინგზე რასაც აჟღერებს ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს არის უთანასწორო მდგომარეობა, რადგან სუს-ს შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე და ჩვენ პრაქტიკულად, პასუხის გაცემის უფლება არ გვაქვს - ამბობს გიორგი ტაბატაძე.